ინფორმაცია

Грузия - საქართველო


მსუსუ-ს უცხოელ სტუდენტთა ასოციაციის შესახებ

ისტორია

სათვისტომოს საბჭო, აერთიანებს ნაციონალურ საზოგადოებას , რომელიც მოქმედებს მსუსუ _ში. ორგანიზაცია შეიქმნა 2008 წლის 2 აპრილს, და ვითარდება მსუსუ_ს  რუსი და უცხოელი სტუდენტების საკეთილდღეოდ,  მიზნად აქვს დასახული მაღალი იდეალები რაც შეესაბამება  მსუსუ_ს. ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს თავის ამოცანებს, უცხოელ მოსწავლეებთან მომუშავე  დეკანატის და  საერთაშორისო თანამშრომლობის, საზოგადოებრივ ურთიერთობების პრორექტორთან ერთად.

საბჭოს პირველი თავმჯდომარე იური კოფნერია.(გერმანია), რომელმაც დიდი ძალისხმევა მოანდომა მის შექმნას. მეორე_ გიორგი პლაშინსკი( ბელორუსია) რომელმაც გაამაგრა საბჭო ერთ ერთი წამყვანი სტუდენტური ორგანიზაციით.

ნაციონალური სტუდენტური სათვისტომოებმა ჯერ კიდევ საბჭოების დროს დაიწყეს ფორმირება, მაშინ როდესაც 1946 წელს გამოჩნდნენ პირველი უცხოელი სტუდენტები მონღოლეთიდან.

 არსებობდა მეგობრობის საბჭო, რომელსაც ერთი პერიოდი მსუსუ_ს რექტორი ა.ვ.ტორკუნოვი ხელმძღვანელობდა. 1991 წლის შემდეგ უცხოურმა  გაერთიანებებმა კლება იწყო, თუმცა საბჭოს დაარსებასთან ერთად,  კვლავ  აქტიურად დაიწყო ნაციონალური კლუბების შექმნა. 2008-2009 წლებში მათი რიცხვი გაორმაგდა.

2010 წლის 2 აპრილს მიღებული იქნა,  ხოლო 27 აპრილს ხელი მოეწერა საბჭოს დებულებას, რომელიც არეგულირებდანაციონალური კლუბების ურთიერთდამოკიდებულებას.

საქმიანობა

საბჭოს გააჩნია ფართო საქმიანობის პროგრამა.თითო სემესტრის განმავლობაში საბჭოს სამდივნოს და ნაციონალური საზოგადოების ძალისხმევით  ტარდება 50-70 სხვადასხვა სახისა და მიმართულების ღონისძიება, სპორტული შეჯიბრებებისა და შეკრებების ჩათვლით.ჩვენ ყოველ წელს ვატარებთ საუნივერსიტეტშორისო ღონისძიებებს, მათ შორის ნაციონალურ კონცერტრბს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ,როგორც სტუდენტები, ასევე პროფესიონალები, მათ შორის სახელწიფო ანსამბლები. ასევე ტარდება ოლიმპიური თამაშები უცხოელ სტუდენტებს შორის.(2008 წლიდან), თანამეგობრობის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში (2004 წლიდან), საერთაშორისო სამზარეულოს დღე, ნოურუზის დღესასწაული( აღმოსავლური ახალი წელი), პერიოდულად რეალიზირდება ისეთი ინიციატივები, როგორიცაა სნგ_ კვირეული, საერთაშორისო ბიზნესის  კვირეული შობა სა სხვა.

კლუბები ცდილობენ იპოვონ და აითვისონ თავისი ქვეყნის კულტურის წარმოდგენის ახალი ფორმატი უნივერსიტეტში. ბევრს მოსწონს ფესტივალი „მრავალნაციონალური რუსეთი“, „ისრაელის კვირეული“ რომელისაც  ისრაელი სტუდენტების საბჭო მართვს, ასევე ვითრდება ნაციონალური და რელიგიური  დღესასწაულების ჩატარება. ტარდება მრგვალი მაგიდა, კონფერენციები, კინოჩვენებებიმ.  ასევე ტარდება სხვადასხვა  ღონისძიება უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთაც.

ჩვენი ორგანიზაციის მოწყობა

ჩვენ ვმოქმედებთ შემდეგი პრინციპით; საჯაროობა, თანასწორობა, ნებაყოფლობითობა და დამოუკიდებლობა.ასევე  საბჭოს წევრების თანამშრომლობა და სოლიდარობა საერთო მიზნების მისაღწევად.

ჩვენ დემოკრატიული ორგანიზაცია გვაქვს,  თითოეული კლუბი, წარმოადგენს მის ქვეყანას, სარგებლობს ხმის უფლებით საერთო კრებაზე. წელიწადში ერთხელ, ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია კენჭისყრით გახდეს საბჭოს თავმჯდომარე. ყოველ  წელს ირჩევა მისი მოადგილეები, განყოფილებების ხელმძღვანელები. საბჭოსთან არსებობს  სამდივნო , რომლის ამოცანაა  საბჭოს თავმჯდომარისა და საერთო კრების გადაწყვეტილების შესრულება.ფუნქციონირებს ასევე მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც იღებენ ინტერვიუს და დეტალურად  აშუქებენ  ამა თუ იმ ღონისძიებას.

საბჭო ხელს უწყობს რუს და უცხოელ სტუდენტებს სოციალიზაციაში სასწავლებლის ფარგლებში.იწვევს მათ ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მისაღებად, ეხმარება საინტერესო პროექტებისა და იდეების განხორციელებაში. ნაციონალური ორგანიზაციები  ცდილობემ დაეხმარონ თვიანთ თანამემამულეებს სხვადასხვა ინიციატივების რეალიზებაში. მათი მეშვეობით ყალიბდება  სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან სოციალური ურთიერთობები.  ყველა ორგანიზაციას თავისი ტრადიცია და სტილი აქვს. საბჭო ცდილობს შეინარჩუნოს და განავითაროს იგი.

როგორ სემოგვიერთდეთ ჩვენ?

ჩვენ ბევრი საინტერესო ამოცანა გვაქვს, რუსი და უცხოელ სტუდენტთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ინფორმაციული გაშუქება, ღონისძიებების ორგანიზება, შეხვედრების ჩატარება, პრეზენტაციების ჩატარება, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა და სხვა მრავალი, ყველას შეუძლიაიპოვოს მისთვის საინტერესო თემა  და საქმიანობა.

სტუდენტები, რომლებიც ჩართულნი არიან საბჭოს მუშაობაში, სესაძლებლობა ეძლევათაიმაღლონ თავიანთი აკადემიური რეიტინგისაზოგადოებრივი მიღწევების ხარჯზე, და ყოველივე ეს ბოლონიის სისტემის ფარგლებში. ის ვინც საზოგადოებრივ მოღვაწეობაში გამორჩეულია, მას მადლობას  უცხადებენ  საბჭოსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელები. მათი საქმიანობა ხდება ცნობილი, ნაციონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები საბჭოსა და სამდივნოს ფარგლებში იღებენ კოლოსალურ გამოცდილებას  საზოგადოებრივი გაერთიანებების ხელმძღვანელობაში, ისეთ სერიოზულ დაწესებულებაში, როგორიცაა მსუსუ_ი.

რომ შექმნა სათვისტომო, აუცილებელია იპოვო თანამოაზრეები და ჩაატაროკრება, როგორც წესი იწვევენ საელჩოსა და კულტურის ცენტრის  წარმომადგენლებს, ასევე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას.  მაგალითად ხორვატიის კლუბის გახსნას ესწრებოდა ხორვატიის ელჩი რუსეთის ფედერაციაში ნებოიშა როხაროვიჩი.




СТРАНЫ